კომპანიის ზრდის პარალელურად, კომპანიამ უნდა გაზარდოს მენეჯერები, რაც სწორედ კომპანიის განვითარებას უწყობს ხელს. ადამიანში ლიდერის პოტენციალის აღმოჩენას კი რამდენიმე პრინციპი აქვს, თუმცა, ამ პროცესში, მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელი პირები იყვნენ მაგალითები გუნდის თითოეული წევრისთვის.

📌 ადამიანური ღირებულებები

ლიდერები არიან გამბედავები, მოტივატორები და ადამიანურები, ისინი არ ცდილობენ იყვნენ ვინმეზე მაღლა. სწორედ ადამიანური კავშირები არის ბიძგი ყველა სიახლისა და წარმატებისკენ.

📌 თანაგრძნობა

ლიდერები თანხმდებიან რომ ბიზნესი დამყარებულია ურთიერთობებზე. თანაგრძნობა ის მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც ამ ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

📌 ცხოვრება სწავლასა და აზროვნებასთან ერთად

ყველაფერი მიიღწევა განვითარებით. თუ არ აპირებ სწავლის გაგრძელებას, ნაკლებად სავარაუდოა რომ მიიღო ყველაფერი, რაც გინდა. მნიშვნელოვანია საკუთარი გუნდის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

📌 კომუნიკაცია

წარმატებული ლიდერები ცდილობენ საკუთარ გუნდთან კომუნიკაციას, დისკუსიას, დებატებს, ჯანსაღი იდეების გაცვლას. ისინი ითხოვენ მოსაზრებებს, ანალიზს, რაც ხელს უწყობს ნდობას და პროდუქტიულობას. გუნდის წევრებთან მისალმება, დილა მშვიდობის თქმა, თანამშრომელთან საკუთარი სახელით მიმართვაეს პრიორიტეტია. ეს დეტალები ქმნის ურთიერთობას.