სხვადასხვა კომპანიის და ორგანიზაციის თანამშრომლებმა სია შეადგინეს და გააკეთეს ჩამონათვალი, თუ როგორია მათთვის ცუდი მენეჯერის პროფილი, რომელთანაც მუშაობას არ ისურვებდნენ:

📌 ცუდი მენეჯერი აძლევს გაურკვეველ, ბუნდოვან მითითებებს

📌 ცუდ მენეჯერს არ გააჩნია თანაგრძნობა

📌 ცუდი მენეჯერი ვერ ამოტივირებს და ზრდის/ავითარებს გუნდის წევრებს

📌 ცუდი მენეჯერი უარს ამბობს, მიიღოს გუნდის წევრები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, რის გამოც აფერხებს სამუშაოს დროს

📌 ცუდი მენეჯერი არ აძლევს თანამშრომლებს საშუალებას, მიიღონ გუნდურ შეხვედრებში მონაწილეობა

📌 ცუდი მენეჯერი ყინავს ხალხს ერთ ადგილზე და მათ თხოვნას, საჭიროებების განხილვას და დაკმაყოფილებას დიდ დროს ანდომებს

📌 ცუდი მენეჯერი არ უსახავს მომავლის მოლოდინებს

📌 ცუდი მენეჯერი უხეშად ერევა პროექტების განხორციელების პროცესში

📌 ცუდი მენეჯერი ზოგადი მტრული, უხეში საუბრის მანერით გამოირჩევა