მსოფლიოში არსებული პანდემიის, ვირუსის მკვეთრი მატების  შედეგად, ბიზნეს ლიდერები კვლავ, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან და მნიშვნელოვან კრიზისს განიცდიან. მათ გაურკევევ, ბუნდოვან გარემოსა და მომავალში უწევთ სტრატეგიის დასახვა და მომზადება. ლიდერებმა კორონავირუსი არ უნდა განიხილონ, როგორც ცალკეული კრიზისი, არამედ მათ უნდა შეძლონ ადაპტაცია და მორგება არსებულ გარემოსთან.

 

📌 1. მოქნილობა

 

კვლევები აჩვენებს, რომ ლიდერები რომლებიც პესიმიზმზე მაღლა დადგნენ, აღიარეს არსებული გაურკვევლობა/ბუნდოვანება და მიიღეს ისეთი, როგორი მოცემულობაც არსებობს, ამიტომ, ისინი მოქნილად გადაეწყვნენ ახალ რეალობაზე, არა მხოლოდ ბიზნესის გადასარჩენად, არამედ მის გასავითარებლად და ასაყვავებლად. ასეთი ლიდერები პოულობენ პრობლემის გადაჭრის ახალ გზებს და ამ პროცესში შემოქმედებას, კრეატივს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

📌 2. ნუ შეეცდებით რისკების ხელოვნურად შემცირებას

 

ლიდერების ნაწილი თავს უცხოდ გრძნობს კრიზისის წინაშე და მათი მიზანია ზღაპრული ვერსიების შექმნით შეამსუბუქოს საკუთარი გუნდის შიშები. ეს არ მუშაობს. გუნდი შედგები ინდივიდებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც კარგად აცნობიერებენ არსებულ რეალობას. კომპანიის წინაშე არსებული რისკების ხელოვნური შემცირება სარგებელს არ მოიტანს. კვლევები ცხადყოფს, რომ გუნდს სჭირდება მკაფიო მოლოდინები, თუნდაც, ეს იყოს არასასიამოვნო მოსასმენი. სწორედ ამაში მდგომარეობს ლიდერის პატიოსნება და მისდამი ნდობა. რისკების ხელოვნურად შემცირების ნაცვლად გუნდის თითოეულ წევრს მიუთითეთ კონკრეტული მოქმედებებისკენ, რომელთა განხორციელებაც მთელი გუნდის მიზანს მიუახლოვდება. ეს შექმნის მომავლის მიმართ ოპტიმიზმის განცდას.

 

📌 3. იმოქმედეთ არა მხოლოდ გონებით, არამედ გულით

 

მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისას, ნამდვილი ლიდერები რჩებიან საკუთარი ღირებულებების ერთგულნი, როგორიც არის თანაგრძნობა, ომტიმიზმი, სიმამაცე და მიზანი. ისინი საკუთარ გუნდს შთააგონებენ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ბუნდოვანებას, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული, მშვიდი გუნდი უფრო ჭკვიან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჭეშმარიტი ლიდერები გუნდთან მყარ, ემოციურ კავშირს ამყარებენ, არა მხოლოდ გონებით, არამედ გულით. ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლების პირად კეთილდღეობას და ხედავენ მათ საჭიროებებს. აჩვენეთ გუნდს თქვენი ზრუნვა. თქვენი თანამშრომლები უკეთესები ხდებიან, როდესაც გრძნობენ რომ თქვენი სახით ზურგი ჰყავთ.