შენ ხდები ის, რასაც აკეთებ და აკეთებ იმას, რასაც ფიქრობსამყაროსგან იღებ იმას, რასაც ითხოვ. წარმატებულმა ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც სურდათ. თუმცა, მნიშვნელოვანია მათი ჩვევების გააზრება და გაზიარება, რადგან წარმატებული ადამიანების ჩვევები საერთოა.

🔸

📌 1. მათ აქვთ დილის რუტინაარ აქვს მნიშვნელობა რამდენად მოკლეა ის

ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს თავისი უნიკალური დილის რეჟიმი. ზოგიერთისთვის ეს რამდენიმე საათიანია, ზოგიერთისთვის კი – 15 წუთს გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჟურნალების თვალიერება, ვარჯიში, სეირნობა თუ სხვა პროცედურა. კონკრეტული ჩვევა ახდენს კონცენტრაციას დღის მთლიან გრაფიკზე და ამ პროცესში იბადება ახალი იდეები.

📌 2. ისინი არ ოცნებობენ, ისინიფიქრობენ და აკეთებენ

წარმატებული ადამიანები ფიქრობენ გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე, სიახლეებსა და ზრდაზე. ისინი კრიტიკულად აფასებენ გარემოებებს და გეგმავენ სწორ სვლებს. ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, რადგან თუკი მთელ როს გაატარებთ მხოლოდ ფიქრში, წარმოსახვით სამყაროს შექნით და არა რეალურს.

📌 3. ისინი დაკავებულები არიან ფიტნესით

ყველა წარმატებული ადამიანი ვარჯიშობს. ელონ მასკიც კი, რომელიც ცნობილია თავისი 100 საათიანი სამუშაო კვირებით, ახერხებს გამონახოს დრო სარბენი ბილიკისთვის. როგორ დაკავებულიც არ უნდა იყოთ თქვენი სამუშაოთი, გამონახეთ დრო ფიტნესისთვის, რაც ეხმარება გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებას და ენერგიის აღდგენას.


📌 4. ისინი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ

ყველა წარმატებული ადამიანი იღვიძებს ერთსა და იმავე დროს. ეს არის თქვენი გრაფიკის კონტროლის საშუალება. თუ ძალიან გადაიღალეთ, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო პრაქტიკაა უფრო ადრე დაძინება, ვიდრე გვიან გაღვიძება.

📌 5. ისინი საკუთარი სცენარით დაწერილ გრაფიკს მიჰყვებიან, მაშინაც კი თუ ის არ მოსწონთ

წარმატებული ადამიანები საკუთარი დღის გრაფიკს ადგენენ და მას მიჰყვებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის განწყობა. თქენ არ გიწევთ ახალი საჭის გამოგონება, არამედ შეგიძლიათ არსებული გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.