რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “ძალიან საჭირო ტრენინგებია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის, საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის”

„პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ დაგიმალავთ და ვისურვებდი, ფინანსების უფრო სიღრმისეულად გავლას. არაფინანსისტისთვის ფინანსური ნაწილი უფრო რთულად აღსაქმელიც და უფრო საინტერესოც არის. მნიშვნელოვანია, რომ იესბის პროგრამაში არ არის მხოლოდ თეორია, არის ცოცხალი მსჯელობა, ჩართულობა.

მიღებული ცოდნის შემდეგ, სხვა თვალით დავიწყე კომპანიის ბალანსის კითხვა, აქტივის, პასივის, ქეშფლოს გაშიფვრა, ბიუჯეტირების ნაწილშიც უფრო გააზრებულად შევხედე ყველაფერს.

ძალიან საჭირო ტრენინგებია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის, საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის“.

ეკარეტინე სისაური – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, დირექტორი ქონების მართვის საკითხებში