ევროპის ბიზნეს სკოლის კიდევ ერთი წარმატება ✅

ESB-მ მოიპოვა პირველი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება – გაყიდვებსა და მარკეტინგში!

🔸🔸🔸

ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგმა საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისთან თანამშრომლობით წარმატებით მოიპოვა პროფესიული გადამზადების პროგრამის ”მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი – მარკეტერი” განხორციელების უფლება. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების უფლების მიმნიჭებელმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამის განხორციელებას. პროფესიული გადამზადების პროგრამა განხორციელდება აკადემიის ბაზაზე.

პროგრამის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარს მიაწოდოს მარკეტინგისა და გაყიდვების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს:

📌 აწარმოოს საწარმოს მარკეტინგი და საწარმოს გაყიდვები;
📌 მოახდინოს საწარმოს შესაბამისი ბაზრის სეგმენტაცია;
📌 მართოს საწარმოს გაყიდვებისა და მარკეტინგის კამპანიები;
📌 დაგეგმოს და განახორციელოს საქმის სოციალური მედია კამპანია;
📌 განსაზღვროს გაყიდვების ვარდნის რისკები და პრევენციული ზომების მიღება.

პროფესიული გადამზადების პროგრამის „მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალიტი მარკეტერის“ მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარები ისეთ საკითხებში, როგორიცაა მარკეტინგის და გაყიდვების თანამედროვე, კრეატიული, ინოვაციური მიდგომების გამოყენება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

👆 პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, საერთაშორისო, ორენოვანი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი მეხუთე დონის სპეციალისტის ავტორიზებული სერთიფიკატი. მისი წარდგენა და გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს მასშტაბით.