დისტანციურად მუშაობა, დღეს, ბიზნეს სექტორის განუყოფელი ნაწილი გახდა. გადარჩენისთვის კი აუცილებელია დისტანციურად მუშაობის კულტურის მიღება. მიუხედავად იმისა, რამდენად შეგეხოთ პანდემია, საჭიროა თანამშრომლებს გააცნოთ დისტანციურად მუშაობის ეფექტურობა და შესაძლებლობები. დისტანციურად მუშაობას სიკეთეები ახლავს თან – ფინანსური დანაზოგი, თუმცა, ახლავს გამოწვევებიც. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნებაა:
📌 1.ფოკუსირება გუნდის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე
გუნდი ვერ შეინარჩუნებს მომხმარებელთან კეთილ ურთიერთობას, თუკი თავად აქვს სტრესი, შფოთვა და უკმაყოფილება. დისტანციურად მუშაობის დროს კი ამის გაზომვა რთულია, რამდენად კომფორტულად არიან თქვენი თანამშრომლები. ამიტომ, აუცილებელია გუნდთან რეგულარული კომუნიკაცია, მათი საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაცნობა. დანიშნეთ სათათბირო ზარები, რათა შეჯერდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასევე, დაეხმაროთ, უკეთ იგრძნონ თავი.
📌 2. ეცადეთ მიიღოთ უკუკავშირი მომხმარებლისგან
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია იცოდეთ რას ფიქრობენ ისინი. უნდა იცოდეთ, რამდენად აქვთ მათ ინფორმაცია თქვენს ბიზნესსა და შეთავაზებებზე. მოაგროვეთ მომხმარებლისგან უკუკავშირი და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედეთ ამ მონაცემების მიხედვით.
📌 3. გახდით ადაპტირებულები და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები
მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენი სერვისი და მომსახურება არის უსაფრთხო და ადაპტირებული პანდემიასთან. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იგრძნოს რომ აკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.
📌 4. კონტაქტი მომხმარებელთან
ცალსახად მნიშვნელოვანია გამოიყენოთ თქვენი არხებ – ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები ან სხვა, რაც თქვენი ბრენდის ცნობადობას შეუწყობს ხელს, არ დაკარგავთ მომხმარებელთან კონტაქტს და მუდმივად შესთავაზებთ საინტერესო სიახლეებს, რათა მუდმივად იყოთ მომხმარებლის თვალთახედვის არეალში.