პანდემიამ არაერთ ბიზნესზე იქონია გავლენა და ბევრი მათგანი, უბრალოდ გაჩერდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ახალი გზების მონახვა და არათუ შეფერხება, არამედ განვითარება ახალ ეკონომიკაში.
კრიზისულ სიტუაციაში ერთ-ერთი სწორი გამოსავალი ბიზნეს სესხია. პანდემიის დროს მთავრობებს და კერძო სექტორს აქვთ სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებები ბიზნესისთვის, რომელიც მეტ-ნაკლებად მოქნილია. ეს სესხი მოგცემთ შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციის დაძლევის, განვითარების და ახალ ეკონომიკურ ბაზარზე მოქნილობის.
გადარჩენისთვის აუცილებელია მოერგოთ ახალ ბაზარს – ეს არის ციფრული მარკეტინგის ძალა. საუკეთესო შესაძლებლობა ინტერნეტია. შეისწავლოთ არსებული გარემო, საჭიროებები და იმოქმედოთ. შეეცადეთ ისარგებლოთ ამ ტენდენტიით და მაქსიმალურად მოერგოთ ონალინ საქმიანობას.
გააცნობიერეთ რომ პანდემიამ მხოლოდ თქვენ არ დაგაზარალათ. დაზარალდნენ სხვებიც და ესენი შეიძლება იყვნენ თქვენი პარტნიორები, კრედიტორები, კონტრაქტორები, მომწოდებლები. ამიტომ, განაახლეთ ხელშეკრულებები და მოლაპარაკებებით მიაღწიეთ ახალ, დადებით შეთანხმებებს.
მხოლოდ ხარჯების შემცირება არ არის გამოსავალი, თქვენ უნდა გაზარდოთ გაყიდვები. მოიძიეთ, გააფართოვეთ ის ბაზრები, რომელსაც ემსახურებით. მოიპოვეთ არატრადიციული მომხმარებლის ყურადღება.