შენ ხდები ის, რასაც აკეთებ და აკეთებ იმას, რასაც ფიქრობ. წარმატებულმა ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც სურდათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ჩვევების გაზიარება:

📌 ისინი არ ოცნებობენ, ისინი – ფიქრობენ და აკეთებენ

წარმატებული ადამიანები ფიქრობენ გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე, სიახლეებსა და ზრდაზე. ისინი კრიტიკულად აფასებენ გარემოებებს და გეგმავენ სწორ სვლებს.

📌 ისინი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ

ყველა წარმატებული ადამიანი იღვიძებს ერთსა და იმავე დროს. ეს არის თქვენი გრაფიკის კონტროლის საშუალება. თუ ძალიან გადაიღალეთ, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო პრაქტიკაა უფრო ადრე დაძინება, ვიდრე გვიან გაღვიძება.

📌 ისინი საკუთარი სცენარით დაწერილ გრაფიკს მიჰყვებიან, მაშინაც კი თუ ის არ მოსწონთ

წარმატებული ადამიანები საკუთარი დღის გრაფიკს ადგენენ და მას მიჰყვებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის განწყობა. თქენ არ გიწევთ ახალი საჭის გამოგონება, არამედ შეგიძლიათ არსებული გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.

📌 მათ აქვთ დილის რუტინა

ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს თავისი უნიკალური დილის რეჟიმი. ზოგიერთისთვის ეს რამდენიმე საათიანია, ზოგიერთისთვის კი – 15 წუთს გრძელდება. კონკრეტული ჩვევა ახდენს კონცენტრაციას დღის მთლიან გრაფიკზე და ამ პროცესში იბადება ახალი იდეები.

📌 ისინი დაკავებულები არიან ფიტნესით

ყველა წარმატებული ადამიანი ვარჯიშობს. რამდენად დაკავებულიც არ უნდა იყოთ თქვენი სამუშაოთი, გამონახეთ დრო ფიტნესისთვის, რაც ეხმარება გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებას და ენერგიის აღდგენას.