აუცილებელია ყველა ლიდერმა გააცნობიეროს განსხვავება მათ წინამორბედებსა და ახალ თაობას შორის. თუკი ვერ გაერკვევიან როგორ მუშაობს .. მილენიანელები, ისინი ვერ შეძლებენ მათ შენარჩუნებას.



📌 შეცდომა 1: უარყოფენ მათ პროფესიულ თავისუფლებას

.. მილენიანელები გასული საუკუნის წესებისგან განსხვავებით, რომელიც გრაფიკულ რეჟიმს გულისხმობს, 70%-ზე ზევით მოქნილ გრაფიკს ანიჭებენ უპირატესობას. თუ მათ მიეცემათ ალტერნატიული გრაფიკი, ისინი უფრო მეტად იმუშავებენ და უფრო მეტ შედეგს დადებენ, ვიდრე ამას მოელით. მათ სურთ ჰქონდეთ შემოქმედებითი თავისუფლება და მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულება და არა სამუშაო ადგილზე დროის გატარება. მათ სურთ ნდობა და პატივისცემა.

📌 შეცდომა 2: მათი მოტივების გაუგებრობა

დანარჩენებისგან განსხვავებით, .. მილენიანელებისთვის ფინანსური კომპენსაცია და კარიერული წინსვლა მოტივაციის მთავარ წყაროს არ წარმოადგენს. მათ სურთ კომპანიის მისიაზე ზრუნვა და მისი გაძლიერება საკუთარი ხედვებით და იდეებით და სწორედ ეს არის მათი მოტივაციის წყარო. მნიშვნელოვანია მათ უსმინოთ და იზიარებდეთ მათ პოზიციებს.

📌 შეცდომა 3: გადამზადება, ტრენინგების უგულებელყოფა

სამუშაო ადგილებზე სწავლისა და ზრდის შესაძლებლობები უაღრესად მნიშვნელოვანია მილენიანელებისთვის. თითქმის 87% ასახელებს პროფესიულ განვითარებას, როგორც გადამწყვეტ ფაქტორს სამუშაოს არჩევის დროს. ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია გამოყონ დრო და თანხები, რომ ინვესტიცია ჩაიდონ ამ თაობის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში.