მომხმარებელთან ურთიერთობა მარტივი საქმე არ არის და ისინიც, დროთა განმავლობაში ირჩევენ იმ კომპანიებს, სადაც შესაბამის მომსახურებას იღებენ. მომხმარებელთან კომუნიკაცია  და მათი მოლოდინების შესრულება პირდაპირ კავშირშია იმასთან, მეორედ მოაკითხავენ თუ არა თქვენს კომპანიას:

🔸

📌 1. დარწმუნდით, რომ კომპანიაში ყველას ესმის თქვენი იდეის

კომპანიისთვის მომხმარებელთან სწორი კონტაქტი უნდა იყოს გაზომვადი. თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციით ყოველდღიურად უნდა იღებდეთ ინფორმაციას, მომხმარებელთან წარმატებული ან წარუმატებელი შემთხვევების თაობაზე და ყოველდღიურად ცდილობდეთ მათ აღმოფხვრას, გადაჭრას. თუ თქვენ არ გაზომავთ მომხმარებელთან როგორი კომუნიკაცია აქვს თქვენს თანამშრომლებს და არ ეცდებით ამის გამოსწორებას, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებთ კომპანიას.

📌 2. შეასრულეთ დაპირება

ბიზნესში ერთერთი საუკეთესო რჩევაა: ჯობს დაპირება და მეტის შესრულება, ვიდრე მეტის დაპირება და ჩავარდნა. რადგან, თუკი მოლოდინებს, რომელიც კომპანიამ განსაზღვრა, ქმედითი ნაბიჯები არ მოყვება, ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელს დაკარგავს. ერთია რა მოლოდინებს უქმნით მომხმარებელს და მეორეროგორ ასრულებთ მათ. ნდობაეს არის გრძელვადიანი წარმატების გარანტია.