“საინტერესო კურსი იყო, ამიტომ ვაფასებ დადებითად. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბრენდინგის ნაწილი, ჩემი სფეროდან გამომდინარე. ზოგიერთ მოდულზე ვისურვებდი ყოფილიყო მეტი. უკვე დავიწყე ცოდნის პრაქტიკულ ნაწილში გამოყენება, განსაკუთრებით ფინანსური საკითხის. 12 წელია კომპანის ვხელმძღვანელობ, მივიჩნევ რომ საკმაოდ რთული პერიოდებიც მაქვს გავლილი, მეგონა რომ ვიცოდი ყველაფერი, თუმცა, ამ კურსმა მომცა ახალი ინფორმაცია და დამეხმარა, ცოდნის სისტემაში მოყვანაში. სიამოვნებით ვურჩევ ყველა ხელმძღვანელ პირს ამ კურსის გავლას. მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, ძალიან საჭიროა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, ამიტომ, არასდროს უნდა დაეზაროთ ახალი ცოდნის შეძენა”.