დაფასება, მნიშვნელოვანი საქმის კეთება, ცხოვრებისეული ბალანსისწორედ ეს არის თანამშრომელთა მოტივაციის მეთოდები და არა მხოლოდ ანაზღაურება. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მეთოდს, თანამშრომელთა მოტივაციისთვის:
🔸
📌 1. მხიარული და პოზიტიური სამუშაო გარემო

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ თანამშრომელთა 90% ამბობს, რომ მხიარული სამუშაო გარემო არის მოტივაციის მთავარი წყარო. რა თქმა უნდა მხიარულ გარემოში არ იგულისხმება კომპანიის წესების და სტანდარტების არ ქონა ან არ დაცვა, თუმცა, ასეთი გარემოს შექმნა თანამშრომელთა პროდუქტიულობას ზრდის.

📌 2. მადლიერება
კვლევის მიხედვით თანამშრომელთა 80% მზად არის იმუშაოს უფრო მეტი, მაშინ, როდესაც უფროსი ხედავს და აფასებს მას. დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ ისინი უფრო დიდხანს დარჩებიან კომპანიაში, როდესაც მათი ხელმძღვანელი მადლიერი იქნება მათი შესრულებული სამუშაოთი. მადლიერებაში იგულისხმება, როგორც სიტყვიერი, ისე სხვა ფორმით მადლიერებაიქნება ეს ჯილდო, პრემია, აღიარება თუ სხვა.

📌 3. სამუშაოს და დანარჩენი ცხოვრების ბალანსი

კვლევის მიხედვით ბალანსი საქმესა და დანარჩენ ცხოვრებას შორის არის ის მნიშვნელოვანი ხაზი, რაც დასაქმებულებს სჭირდებათ სამუშაოს შერჩევის დროს. დასაქმებულები მზად არიან მიიღონ ნაკლები ანაზღაურება, თუმცა, ჰქონდეთ მეტი დრო სამუშაოს მიღმა. ამიტომ, ადამიანები ეძებენ ღირსეულ კომპანიებს.

📌 4. განვითარება

თანამშრომლები არიან მოტივირებულები, რომლებსაც მენეჯმენტი ესაუბრება თანასწორად, აძლევს განვითარების შესაძლებლობას, ეხმარება წინსვლაში და აძლევს მაგალითს, იყოს წარმატებული.