რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?

📍 “ეს იყო ძალიან სასარგებლო კურსი!”

“მოკლე დროში, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული, კომპაქტურად იყო გადმოცემული ყველა ის საკითხი, რასაც ტოპ-მენეჯერები ყოველდღიურ საქმიანობაში ვეხებით. ეს პროგრამა იყო ჩემთვის კარგად დავიწყებული ცოდნის გაღვიძება. თქვენმა ტრენინგებმა ახალი მოტივაციით და შემართებით განმაწყო და ჩემთვის ნაცნობი საკითხები, გამიაქტიურა.

ეს იყო ძალიან სასარგებლო კურსი, ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დღის ბოლოს, ეს იყო ნამდვილი რელაქსი.

ბიზნესის მფლობელებს ამ პროგრამის გავლას ვურჩევდი, იმიტომ რომ, როგორც წესი ქართულ რეალობაში ბიზნესს იწყებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შემოსავლები შეიძლება სულაც არ ჰქონდეთ. თანხების მობილიზებას აკეთებენ, რომ ბიზნესი დაიწყონ და ფიქრობენ რომ მხოლოდ ფინანსების და იურიდიულის სწავლა საკმარისია იმისთვის, რომ სწორად წარმართონ ბიზნესი. სინამდვილეში კი ეს, არასწორი შეხედულებაა, რადგან ბევრი მიმართულების, ბევრი დეტალის ცოდნა მართებთ მათ. სწორედ ამიტომ, ქართულ ბიზნესში, ტოპ-მენეჯერებს რა პრობლემაც გვხვდება, ეს არის ქართველ ბიზნესმენებთან მუდმივი ჭიდაობა მარკეტინკის, ბრენდინგის ნაწილში.

შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბიზნესმენები, რომლებიც ახალ საქმეს იწყებენ, გაიარონ ეს კურსი და უფრო ღრმად ჩაწვდებიან, იმ საჭიროებებს, რაც ბიზნესს სჭირდება, სწორი განვითარებისთვის, გაცილებით კომფორტულს გახდის მათ მუშაობას, თავიანთ ტოპ-მენეჯერებთან. ისინი მიხვდებიან, რატომ უნდა დახარჯონ თანხები რეკლამაში, რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს და ა.შ”.

თამარ კანთელაძე – კომპანია „გრანდე ჯგუფი“, კომპანია „ბაკურიანის აპარტამენტები“, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი