რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “პროგრამას ვურჩევ მენეჯერებს, რათა სხვა მხრიდან შეხედონ საკითხებს”

„ჩემთვის ამ პროგრამიდან განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო ფინანსური მოდული იყო. ჩემთვის ახალი იყო ქართული მაგალითები, რადგან პეტერბურგში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. ვაპირებ ახალი ბიზნესის დაწყებას, შესაბამისად, მიღებული ცოდნის გამოყენებას ამ ნაწილში და დამატებითი კონსულტაციის მიღებასაც.

სხვა სიკეთეების გარდა, პროგრამიდან საინტერესო სანაცნობო წრე შევიძინე, გამოცდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, საინტერესო აუდიენცია ჩამოყალიბდა.

პროგრამის გავლას ვურჩევ ბიზნესის დამფუძნებლებს, რადგან ჰქონდეთ მეტი ცოდნა, კომპეტენცია და თავდაჯერებულობა იმ საკითხებში, რაც ტოპ-მენეჯმენტს სჭირდება“.

ირმა სემენოვა – საკონდიტრო „გვიგვინა“, დამფუძნებელი, დირექტორი