რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅      

📍 “მენეჯერები იესბიში მიღებული ცოდნით უფრო გაიმარტივებენ ყოველდღიურობას” 

„მთავარი მიზანი, რის გამოც პროგრამით დავინტერესდი, ეს იყო ფინანსურ ნაწილში ცოდნის შეძენა, ამ მიმართულებით სიღრმისეულად გარკვევა. თუმცა, მთლიანად პროგრამაში იყო ძალიან საინტერესო მოდულები, რომელიც მნიშვნელოვანია იცოდეს მენეჯერმა, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევებისთვის. მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა შეძლონ და პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა.

ბიზნესის დამფუძნებლებს, მენეჯერებს ვურჩევ გაიარონ ეს პროგრამა, რადგან მიუხედავად იმისა, კომპანიაში ფინანსური ნაწილი გეხებათ თუ არა, აქ მიღებული ცოდნით უფრო გაიმარტივებენ ყოველდღიურობას. აქ სწავლობ საინტერესო მოდულებს – ბრენდინგი, მარკეტინგი, ლიდერობა – ეს ძალიან საჭირო ცოდნაა“.

ნათია კერესელიძე – სატრანსპორტო კომპანია “სილქროუდ ლაინი”, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი