რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅      

📍 “ფინანსების ცოდნა, მოლაპარაკებების ხელოვნება, აქცენტების სწორ დეტალებზე დასმა – ეს დამეხმარება სამომავლო საქმიანობაში”

„განვითარება ყოველთვის საჭიროა. რამდენად მეტ ცოდნასაც შევიძენთ, მით უკეთესი იქნება. პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ დიდ ჰოლდინგში ვარ დასაქმებული, ბევრი ბიზნეს ურთიერთობის მონაწილე ვხდები, ამიტომ მჭირდებოდა და მსურდა მეტი ცოდნა შემეძინა.

განსაკუთრებით ფინანსური ნაწილი მომეწონა. დღეს საბაზისო და საჭირო ცოდნა მაქვს. ფინანსური საკითხების პრაქტიკულ ნაწილში გაზიარება, მაგალითისთვის ხელშეკრულებების ნაწილშიც კი მეხმარება, უკეთ შემიძლია დეტალებში ჩაძიება. მოლაპარაკებების ხელოვნება, აქცენტების სწორ დეტალებზე დასმა – ეს დამეხმარება სამომავლო საქმიანობაში.

ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას. სამყარო ვითარდება და საინტერესოა თუნდაც, სხვისი გამოცდილების გაზიარება რომ პრაქტიკაში გადავიტანოთ საუკეთესო გამოცდილებები“.

ფიქრია ფაშკურიძე – წყალი მარგებელი, იურისტი