რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅      

📍 “მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ძალიან მეხმარება” 

„სიახლეებს მუდმივად უნდა მივყვეთ მენეჯერები, არ უნდა ჩამოვრჩეთ ახალ ტენდენციებს, შესაბამისად, ასეთი პროგრამები გვეხმარება ამ ინფორმაციის მიღებაში. იესბის კურსიდან ყველა მოდული სიახლე იყო და განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსური ნაწილი, ასევე პროექტის მართვა, იგივე ენელპე მოდული, რომელიც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საოცრება იყო – დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მადგება და ძალიან მეხმარება. ვისურვებდი უფრო გრძელვადიანი ყოფილიყო კურსი. გარკვეული ლექციები იმდენად საინტერესო იყო, სიამოვნებით მეტს მოვისმენდი.

არის დირექტორთა კატეგორია, რომელთაც არ იციან, შემოსავალი, შედარებები, ლიკვიდურობის განსაზღვრა და სხვა საჭიროებები, რაც ბიზნესის მართვის დროს გჭირდება და რაც ყველა მენეჯერისთვის აუცილებელი ცოდნაა. ეს კურსი კი ამ ცოდნის მიღებაში გვეხმარება“.

ნათია შუბითიძე – საერთაშორისო გადამზიდი კომპანია „ინტერლოჯისტიკი“, დირექტორი