რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?

📍 “ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან, საჭირო ინფორმაციას მიიღებენ”

“მუდმივ განვითარებას არ გააჩნია ალტერნატივა. მითუმეტეს ლიდერისთვის – მუდმივი სწავლა, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად იცვლება ტენდენციები და ცხოვრება.

პროგრამას ძალიან დადებითად ვაფასებ. ჩემთვის ეს იყო პირველი გამოცდილება. ძირითადი ასპექტები, რომელიც მოვისმინე, გავითავისე და გარკვეული ნიუანსები ჩემს ხედვებში შევცვალე. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა ძალიან რეალურია. ყველა მოდულიდან შესაძლებელია მიიღო საკვანძო ინფორმაცია, რითაც შეძლებ უფრო მარტივად უზრუნველყო საჭირო გადაწყვეტილებები.

ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. პროგრამის გავლა იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგის მომტანი. ამ კურსიდან ისეთ ინფორმაციას წაიღებენ, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს”.

გიორგი კანდელაკი – კომპანია “ჯიემთი გრუფი”, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი