რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍  “მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი ხარ ბაზარზე, ასეთი ტრენინგები გაძლევს ახალ ცოდნას და ახალ გამოცდილებას”

„პროგრამით კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა ყველა მოდული და ყველა ტრენერი. თუმცა, მარკეტინგსა და ბრენდინგს გამოვყოფდი, ასევე ფინანსურ ნაწილს. ვფიქრობ, ბევრ საკითხს პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვიყენებ და საერთო ჯამში, საქმიანობაში დამეხმარება.

საჭიროა ასეთი პროგრამები, რადგან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი ხარ ბაზარზე, ასეთი ტრენინგები გაძლევს ახალ ცოდნას და ახალ გამოცდილებას, მათ შორის დამსწრე მსმენელებისგან.

პროგრამის გავლას ვურჩევ მენეჯერებს, ახალი ცოდნის და გამოცდილებების მიღებისთვის. არის გარკვეული ქმედებები, რომელსაც შეიძლება ინერციით ვაკეთებდეთ, მაგრამ სახელი არ ვიცოდეთ, თუ რა ჰქვია მას… მინიმუმ ასეთ დეტალებში ერკვევი და მაქსიმუმ, პრაქტიკულ, საჭირო ინფორმაციას იღებ, რომელიც შენს საქმიანობაში დაგეხმარება“.

ქეთევან გორდულავა – აიბიელ აკადემია, აღმასრულებელი დირექტორი