რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “იესბის პროგრამამ დამაწყებინა ფიქრი, თუ რა არის აუცილებელი – ძალიან საინტერესო მიგნებები იყო მმართველობის კუთხით”

„პროგრამა ძალიან მომეწონა, სიმართლე გითხრათ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან სასარგებლო და საჭირო ლექციები იყო. ფინანსურ ნაწილში ცოდნა არ მქონდა და ეს მოდული ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან დამეხმარა. პროგრამა ასევე დამეხმარა პროდუქტის კარგად დანახვაში, როგორ დავგეგმო, როგორ შევფუთო, როგორ წარვადგინო… დამაწყებინა ფიქრი, თუ რა არის აუცილებელი. ძალიან საინტერესო მიგნებები იყო მმართველობის კუთხით.

პროგრამა მენეჯერებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, ამიტომ, ლიდერებს ვურჩევ გაიარონ კურსი.

საერთო ჯამში კი ბევრი გადამზადებული ლიდერი, ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზე დადებითად აისახება“.

სოფიო სოხაძე – შპს United Consulting Group, მმართველი პარტნიორი