რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “ეს პროგრამა მენეჯერებს დაეხმარებათ ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ ყველაფერზე, რაც შეიძლება ბიზნესის მართვას ეხებოდეს”

„პროგრამამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, ველოდი იმ ინფორმაციის მიღებას, რაც ჩემს შემდგომ საქმიანობაში დამეხმარებოდა და მივიღე ის შედეგი, რაც მჭირდებოდა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დავიწყე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფინანსურ ნაწილს და ბევრი რამ გამიადვილდა, სურათი უფრო ნათელი გახდა.

ბუნებრივია, მენეჯერებს ყველაფერი ვერ ეცოდინებათ კომპანიაში, ყველაფერზე არ ექნებათ ინფორმაცია, ეს პროგრამა კი დაეხმარება მათ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეთ ყველაფერზე, რაც შეიძლება ბიზნესის მართვას ეხებოდეს.

ეს პროგრამა ბიზნესის დამფუძნებლებს დაეხმარებათ საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში, რაც წარმატების საწინდარია“.

ჯუანშერ თუთბერიძე – GCC/ჯორჯიან ქონსთრაქშენ კომპანი, დამფუძნებელი, დირექტორი