რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “იესბის პროგრამაში ბევრი საკითხია, რომელიც გაჩვენებს, რა საკითხებში გჭირდება ცოდნის გაღრმავება და მეტად განვითარება” 

„პროგრამით კმაყოფილი ვარ, ჩემი მოლოდინები გაამართლა. ძალიან საინტერესო იყო ფინანსური ანალიზი, როგორც ინფორმაციულად, ისე ლექციების პროცესი. ცოდნა, რომელიც აქ მივიღეთ პრაქტიკულ ნაწილში გამოყენებადია, რაც მნიშვნელოვანია.

ამ პროგრამაში ბევრი საკითხია, რომელიც გაჩვენებს, რა საკითხებში გჭირდება ცოდნის გაღრმავება, რა უნდა აითვისო უკეთესად, სად უნდა გააძლიერო გამოცდილება.

პროგრამის გავლას ვურჩევ მენეჯერებს, საკუთარი თავის გადამოწმებისთვის, შეფასებისთვის, გარდა იმისა, რომ ახალ და საჭირო ინფორმაციას მიიღებ“.

თათია ჯინჭარაძე -საქართველოს ლიფტების კომპანია, გაყიდვების დირექტორი