მიხეილ ერისთავის ხსენებისას, ადამიანთა უმეტესობას რუსული არმიის ცნობილი გენერალი, ყირიმის ომის გმირი, გენერალ-მაიორი მიხეილ ერისთავი ახსენდება. თუმცა, არსებობდა სხვა მიხეილ ერისთავიც, რომელმაც იმპერიისთვის ბრძოლას და გარჯას ვაზის ჯიშების კოლექციის შექმნა ამჯობინა და ერთ-ერთი პირველი იყო ქართველებიდან, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვაზის ჯიშები ჩამოიტანა და გააშენა.

მიხეილ ერისთავმა დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინაში, უმანის სასწავლებელში, რომელიც 1884 წელს დაამთავრა და პირველი თანრიგის ატესტატი მიიღო.

📌 სამშობლოში დაბრუნებულმა კარალეთის მამულში მეურნეობაში მალევე დანერგა წყლის რეჟიმზე მომუშავე სალეწი მანქანა;

📌 ექსპერიმენტის სახით შემოჰქონდა მარცვლეულის პერსპექტიული და ახალი ჯიშები, რომელთა უმრავლესობა გავრცელდა საქართველოში.

📌 მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში დიდი პომოლოგიური ბაღის შექმნას – 14 დესეტინა ფართობზე გააშენა ხეხილის ყველა ინტროდუცირებული ჯიში და სახეობა.

📌 ის იყო პირველი, ვინც გორის მაზრაში ამერიკული ჯიშის ვაზის საძირეთა სადედე შექმნა და სანერგე მეურნეობაც მოაწყო.

📌 კარალეთში საღვინე და სუფრის ყურძნის ქართული და უცხოური სახეობები გააშენა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა.

📌 ფრანგულმა ვაზის ჯიშებმა განსაკუთრებულად იმერეთსა და ქართლში გაიხარა. თუმცა, ევროპული ვაზის ჯიშები შემდგომში ასევე წარმატებით გაშენდა კახეთში, ქვემო ქართლში, ლეჩხუმში, სამცხეში, აჭარაში, გურიასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი. განსაკუთრებულად დიდ მოწონებას იმერეთსა და ქართლში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო იმსახურებდა.

📌 უცხოური საღვინე ჯიშებისაგან დამზადებულ ღვინოებს ქართული ღვინის კომპანიები დღესაც წარმატებით აყენებენ.