ლიდერობა ყველას შეუძლია, მაშინ როდესაც ყველაფერი დალაგებულია და ნორმაშია. თუმცა, ნამდვილი ლიდერი კრიზისულ სიტუაციაში ვლინდება. გიზიარებთ სამ გამოსავალს და იმ თვისებებს, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში ლიდერები ირჩევენ.

📌  რეალიზმი, თანაგრძნობა და ოპტიმიზმი

“ჩვენ კარგად ვიქნებით” – ამის მოსმენა სურს ხალხს.

კრიზისის დროს, ლიდერი უნდა იყოს ერთი მხრივ ადამიანური, მეორე მხრივ კი – ოპტიმისტი, რომელიც გამოხატულია თანაგრძნობაშიც. კონცენტრაცია გრძელვადიან პერსპექტივებზე ოპტიმიზმის გარეშე, მარტივი არ არის. დიახ, დღეს რეალიზმის და თანაგრძნობის გარდა, მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი, რადგან ხალხი ამას ითხოვს ლიდერისგან.

📌  90 წუთიანი სიჩუმე

100 000 წლის წინ ჩვენ კოცონის გარშემო ვისხედით და გამოქვაბულში გვეძინა. დღეს ეს აღარ გვჭირდება. თუმცა, დღეს ყველაზე მეტად რა აკლია საზოგადოებას? – ურთიერთობები. განსაკუთრებით პანდემიის დროს. მნიშვნელოვანია ლიდერმა, დღევანდელ რთულ ვითარებაში, მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილი სახლებია და დისტანციურ რეჟიმში ხდება თანამშრომლობა, ადამიანებს მისცეს საშუალება დასვენების, სრული სიჩუმით. 90 წუთი საკუთარი დრო, მეილის, დარეკვის, თხოვნის, დავალების და შეხსენების გარეშე… 90 წუთის განმავლობაში არ დანიშნოთ ონლაინ შეხვედრები, არ გამოჩნდეთ და მიეცით თანამშრომლებს საკუთარი დრო.

📌  სავარჯიშო

მარტივი სავარჯიშო, რომლითაც თქვენს გუნდთან უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია, კრიზისის დროს.

რას ვაკეთებთ:
შესაძლოა იყოს გრძელი სია, თუმცა, შესაძლებელია ამ სიის შემოკლება და კონკრეტიკა.

როგორ ვაგრძელებთ:
საჭიროა მძლავრი, არგუმენტირებული, ჩამოყალიბებული გეგმა, თქვენი ბიზნესისთვის, რა ფორმით და რა სტრატეგიით აგრძელებთ მუშაობას.

ნაბიჯების გადადგმა:
შემთხვევითი არ არის რომ უდიდესი ლიდერები კრიზისს, ქაოსს, დაბნეულობას და გაჭირვებას იყენებდნენ როგორც შესაძლებლობას.

პანდემია არ არის დასასრული, ეს დასაწყისია!