რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ იყოთ უფრო ეფექტური ხელმძღვანელი და კომპანიის წარმატების გარანტი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

🔸

📌 იყავით თავმდაბალი

თავმდაბალ ლიდერებს გუნდი ერთხმად აღიარებს, რადგან ასეთ ხელმძღვანელებთან ადამიანებს შეუძლიათ კომუნიკაცია და პოზიციების გაზიარება, რაც ეფექტურს ხდის სამუშაოს. თავმდაბლობაა შეცდომების აღიარებაც და სხვის ბრალეულობაზე პასუხისმგებლობების აღებაც.

📌 შეაგროვეთ უკუკავშირი

მუდმივად ჰკითხეთ თანამშრომლებს, როგორ გააუმჯობესებდნენ სამუშაო გარემოს, რას შეცვლიდნენ მათ კომპანიასა და მომსახურებაში. რეგულარულად მოისმინეთ უკუკავშირი, შეაგროვეთ და გამოიყენეთ ის კომპანიის განვითარებისთვის.

📌 დაკავდით საკუთარი თავის განვითარებით

საკუთარი თავის ფლობა, მუდმივი ზრდა და განვითარება არის საუკეთესო ჩვევა, რაც ყველა ნამდვილ ლიდერს ახასიათებს. ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას და სამეტყველო ლექსიკას. საკუთარი თავის შეცნობა დაგეხმარებათ ემოციური ინტელექტის განვითარებაში, რაც აისახება გუნდთან ურთიერთობასა და მთლიანობაში კომპანიის კეთილდღეობაში.