მძიმე წელი დასასრულს უახლოვდება. პანდემიამ ხალხის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, შესაბამისად, შეიცვალა ბიზნეს სტრატეგიებიც. პირდაპირმა გაყიდვებმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. დღეს უფრო მეტი ადამიანია ინტერნეტში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2021 წლის შესახვედრად საუკეთესო გზა თქვენი ციფრული სტრატეგიის გადახედვა და შეცვლაა. ეს კი აუდიტორიასთან გულწრფელ და ნამდვილ კავშირს გულისხმობს.

იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი სხვა დანარჩენიდან გამიჯნოთ და გამოარჩიოთ, მომხმარებლები თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ცენტრად უნდა აქციოთ. დიახ, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ახალი საჭიროებები. ახლა, თქვენ გჭირდებათ თამამი, მომხმარებელზე მორგებული სტრატეგია:

📌 1. შეიტყვეთ, საიდან იღებენ ინფორმაციას თქვენი მომხმარებლები

გამოყავით დრო თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის. სად და რა გზებით ეძებენ ისინი თქვენს პროდუქტს? გუგლში? ვებ-გვერდებზე? სოციალურ ქსელებში? მას შემდეგ, რაც დაადგენთ ამ საკითხს, გააძლიერეთ თქვენი შინაარსი ამ კონკრეტულ არხებზე. ნუ შეგეშინდებათ ახალი პლატფორმების, შექმენით თქვენი ვებ-გვერდი და მიაწოდეთ ის თქვენს მომხმარებელს.

📌 2. ეფექტურობა

მნიშვნელოვანია სისწრაფე და სიზუსტე. დღეს, როდესაც უამრავი სარეკლამო შეტყობინება მისდის მომხმარებელს ამა თუ იმ კომპანიაზე, ყველა არხის საშუალებით, მათ შორის პირადი შეტყობინებების სახით, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი აუდიტორიის საჭიროებები, სურვილები და ისაუბროთ მათ ენაზე. გადახედეთ, რისი მოსმენა სურს აუდიტორიას და ესაუბრეთ შესაბამის ენაზე.

📌 3. ცნობადობის ზრდა

არ აქვს მნიშვნელობა, რა არხით აწვდით აუდიტორიას თქვენს შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელების, ვებ0-გვერდების თუ სხვა სარეკლამო საშუალებებით. აუდიტორია თქვენ გხედავთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დაადგინოთ, რა შეიძლება უშლიდეს მომხმარებელს ხელს თქვენი პროდუქტის ყიდვაში და შეცვალოთ მიდგომა, იყოთ უფრო ინფორმაციულები და გულწრფელები.