რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?

📍 “ამ პროგრამის შემდეგ, უფრო მეტად დავფიქრდები და გავიაზრებ თანამშრომელთან ურთიერთობის და დამოკიდებულების მნიშვნელობას”

“განვლილი პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, სადაც ბევრი სიახლე მივიღე. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმეში.

აღვნიშნავ, რომ ნებისმიერ ბიზნესში, ნებისმიერი მიმართულებით – იქნება ბრენდინგი, მართვა თუ პროექტი, თავი და თავი არის თანამშრომელი, ადამიანის მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაღიარებდი ამ აზრს, ამ პროგრამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავფიქრდები და გავიაზრებ ამ მოცემულობას: თანამშრომელთან ურთიერთობას და დამოკიდებულებას.

ბიზნესის მფლობელებს ამ პროგრამის გავლას ვურჩევ, რადგან ბევრ საინტერესო საკითხს შეეხებიან, ისწავლიან, განვითარდებიან და როგორც მენეჯერები, ბევრი მიმართულებით დაფიქრდებიან”.

ანა სამხარაძე – “მეგაკო”, ფინანსური მენეჯერი