რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅ 

📍 “ამ პროგრამიდან სწავლობ ისეთ დეტალებს, რომლის გამოყენებაც, შენს საქმიანობაში, მეორე დღესვე შეგიძლია” 

„ძალიან საინტერესო პროგრამა იყო, ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც ვიყენებდი, რასაც ვსაქმიანობდი, თავისი სახელი დაერქვა და მიმართულებები მიეცა. რაშიც მჭირდებოდა განვითარება, გარკვეულწილად დამეხმარა და დამანახა… კურსიდან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მარტივად გადასატანი და გამოსაყენებელია. ზოგად თეორიულ ცოდნას არ იღებ, რასაც შეიძლება სწავლობდე უნივერსიტეტში. სწავლობ ისეთ დეტალებს, რომლის გამოყენებაც შენს საქმიანობაში მეორე დღესვე შეგიძლია.

მენეჯრებს, ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, რადგან შეძლებენ გაერკვნენ, სად სჭირდებათ განვითარება, დამატებითი ცოდნის მიღება და შეძლებენ, ყოველდღიურ საქმიანობაში გადმოიტანონ მიღებული ცოდნა“.

ირაკლი ქოროღლიშვილი – შპს დომინიკი, დამფუძნებელი, დირექტორი