რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅ 

📍 “იესბის კურსი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ტოპ-მენეჯერებისთვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროგრამის ხარისხმა გადააჭარბა მოლოდინს” 

„ევროპის ბიზნეს სკოლის შემოთავაზებული პროგრამა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ტოპ-მენეჯერებისთვის, რომ მიიღონ და განიმტკიცონ ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებით მართვისთვის. სასარგებლო პროგრამაა არა მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, არამედ ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ან ამ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, ვისთვისაც მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანია. ბიზნესის წარმატების ფორმულაც ეს არის – არასოდეს დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და მუდმივად ვიზრუნოთ საკუთარი თუ ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.

პროგრამის განმავლობაში გავიცანი ბიზნეს საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი და გავაფართოვე ჩემი პროფესიული სანაცნობო წრე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

შემოთავაზებული ტრენინგები მაინცდამაინც არ ამართლებს მოლოდინს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროგრამის ხარისხმა გადააჭარბა მოლოდინს“.

გიორგი შარვაშიძე – სააქციო საზოგადოება “სარაჯიშვილი”, გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე