რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 “კურსმა ბევრი რამ შემძინა. მივხვდი, რომ ბევრი დეტალი არ ვიცოდი, რაც უნდა მცოდნოდა, როგორც ბიზნესის დამფუძნებელს”

„ძალიან დიდი მადლობა ევროპის ბიზნეს სკოლას ამ პროგრამისთვის. რა მოგვცა? ბევრი რამ გადავაფასეთ. მივხვდი, რომ ბევრი ისეთი დეტალი არ ვიცოდი, რაც უნდა მცოდნოდა როგორც ბიზნესის დამფუძნებელს. ამას გარდა, პროგრამაში 30-ზე მეტი ადამიანია, მათთან დისკუსიაში შედიხარ, რა დროსაც საღი აზრი იკვეთება.

დარწმუნებული რომ ვიყავი ბუღალტერია არ მჭირდებოდა, სხვა თვალით შევხედე. ძალიან კარგია როდესაც ერკვევი ამ მიმართულებაშიც, ელემენტარულად კომპანიის შეფასებისთვის.

აუცილებელია მუდმივი ზრდა და სწავლა გვიანი არასდროს არის. თუ გინდა დაიხვეწო, განვითარდე, ამაში ტრენინგები ძალიან გეხმარება. ელემენტარულად, ქუჩაში რომ ფეხბურთს თამაშობ და ლიგაში რომ თამაშობ – სხვადასხვაა.

ერთ-ერთი სალექციო თემა კრიზისების მართვას ეხებოდა. ამ კრიზისულ დროში, როგორიც არასდროს არ გვქონია, ვგულისხმობ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს, ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირება და კრიზისების მართვის ცოდნა.

ამ კურსიდან გეძლევა ახალი ურთიერთობების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება“.

პაატა კოკაია – „ინ ჯგუფი“, დამფუძნებელი