რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 „კომპანიაში ყველა დეპარტამენტთან ურთიერთობა უფრო გამიადვილდა, მათ ენაზე შემიძლია საუბარი“

„პროგრამა კარგი იყო, ძალიან ინტერაქტიული, ყველა ტრენერი – მოწოდების სიმაღლეზე. რასაც ველოდი, ის მივიღე. რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მჭირდებოდა – ფინანსები, სრულად აღსაქმელი და გასაგები იყო. საინტერესო იყო პროექტების მართვა და ბრენდინგი. კომპანიაში ყველა დეპარტამენტთან ურთიერთობა უფრო გამიადვილდა, მათ ენაზე შემიძლია საუბარი, უფრო მეტი დეტალი და საკითხი მესმის.

ბევრი ადამიანია ჩემს დაქვემდებარებაში და ამ პროგრამის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მიდგომებიდან გარკვეული ნაბიჯები ბევრი რამ არ იყო ლიდერისთვის დამახასიათებელი, ამიტომ რაღაცები შევცვალე.

ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ ამ პროგრამის გავლას, რადგან შეექმნებათ წარმოდგენა, თუ რა განაპირობებს ბიზნესის წარმატებას”.

ლევან კვინიკაძე – Domson’s Engineering & Construction, პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი