რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅ 

📍 “მარკეტინგი, ბრენდინგი და სხვა მოდულები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან მქონდა გარკვეული ცოდნა, თუმცა არა ამგვარად ღრმა”

„რა თქმა უნდა ჩემთვის სიახლეები იყო, რომელიც კურსიდან გავიგე. მე ვარ ფინანსური დირექტორი, რაც შეეხება მარკეტინგს, ბრენდინგს და სხვა მოდულებს, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან მქონდა გარკვეული ცოდნა, თუმცა არა ამგვარად ღრმა.

მე წლებია ამ სფეროში, უცხოურ კომპანიებთან ვმუშაობ, ამიტომ პრაქტიკული ხერხები, პრაქტიკული ნაწილი უფრო მაინტერესებდა, ვიდრე თეორიული. ძალიან კარგი იყო, სხვა ადამიანების, სხვა ბიზნესის დამფუძნებლების გამოცდილების გაზიარება. თუკი უფრო მეტი პრაქტიკული მასალა იქნებოდა, ფაქტები, ანალიზი – ეს ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.

ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა იწყებს ბიზნეს საქმიანობას, ვისაც არ აქვს ბევრი ცოდნა და გამოცდილება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკული პროგრამაა“.

ეკატერინე კაჭარავა – M&M, MILITZER & MUNCH – ფინანსური სტატისტიკის ხარისხის და ბიზნესის განვითარების მენეჯერი