რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 “ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, თუკი სურთ ბიზნესი დაინახონ სხვა კუთხით, გათვალონ დრო, საჭიროებები, რისკები”

„პროგრამამ ჩემი მოლოდინები გაამართლა. ფინანსური ნაწილით რომ დავიწყო შეფასება, რას მიაქციო ყურადება, რას უნდა დააკვირდე, რა უნდა იყოს პრიორიტეტული – ეს გამიმყარდა. ასევე, მივაქციე ყურადღება ისეთ დეტალებს, რასაც საერთოდ არ ვაქცევდი. უკვე დავიწყე მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ბრენდინგის მოდულიც საინტერესო იყო – დამაწყებინა ფიქრი. რასაც პროგრამის განმავლობაში ვსწავლობთ, ყოველდღიური შეხება გვაქვს ბიზნესმენებს, თუმცა, ამ კურსმა ყველაფერი შეკრიბა, დაალაგა და მისცა მიმართულებები.

ბიზნესის მფლობელებს ვურჩევ პროგრამის გავლას, თუკი სურთ ბიზნესი დაინახონ სხვა კუთხით, გათვალონ დრო, საჭიროებები, რისკები – ბევრ კითხვაზე მიიღებენ პასუხებს“.

დევი თურმანიძე – GDM, გაყიდვების დირექტორის მოადგილე