რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 ”ამ პროგრამის გავლის შემდეგ უფრო მოქნილი გახდება სამუშაო პროცესი, მარტივი და საინტერესოც”

„პროგრამით დავინტერესდი, რადგან ამ საკითხებთან მიწევს ყოველდღიური შეხება, რასაც ეს კურსი მოიცავს. კმაყოფილი ვარ, გავიგე სიახლეები და მივიღე ის, რაც მჭირდებოდა. ვაპირებ პრაქტიკულ ნაწილში გამოყენებას. ფინანსური ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, ასევე ბრენდინგი და ეიჩარი.

ეს პროგრამა საერთო ჯამში ყოველდღიურ საქმიანობაში დამეხმარება. უფრო მოქნილი გახდება სამუშაო პროცესი, მარტივი და საინტერესოც.

ძალიან კარგი იყო პროგრამა ნევთორქინგისთვის. ლექტორები მონოტონურად, წიგნებიდან ამოღებულ ფრაზებს არ კითხულობენ, გვიზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამის გავლას ვურჩევნ მენეჯერებს, ბიზნესის დამფუძნებლებს, რადგან ეს იქნება მათთვის შესაძლებლობა რომ გაიაზრონ უკეთ ყველაფერი, რასაც აკეთებენ ყოველდღიურად“

გიორგი გაბედავა – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი