რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 “საქართველოში ბიზნეს ენა, ფაქტობრივად არ ვიცით, ამიტომ, რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს პროგრამის გავლას, მით მეტი შეძლებს საქმიანობის გაუმჯობესებას” 

„არაერთი წლის განმავლობაში მენეჯერული გამოცდილება მაქვს და  ეს პროგრამა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა გადამეორებისთვის. ბევრი სიახლე გავიგე, რაც არ ვიცოდი. ძალიან დამეხმარა ყოველდღიურ საქმიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ პროგრამით. მნიშვნელოვანია რომ დამსწრეებში არ არის შებოჭილობა და არის თავისუფლება, შესაძლებლობა, ყველა საჭირო კითხვაზე მიიღო პასუხი. უკვე გამომადგა პრაქტიკულ საქმიანობაში, ბიზნეს გეგმის დაწერაში და ფინანსურ ნაწილში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღეთ.

აუცილებელია არსებობდეს ასეთი პროგრამები, არა მხოლოდ მენეჯერებისთვის, არამედ საშუალო რგოლისთვის, რადგან საქართველოში ბიზნეს ენა, ფაქტობრივად არ ვიცით. რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს პროგრამის გავლას, მით უკეთესი იქნება. დაეხმარებათ მათ საქმიანობის გაუმჯობესებაში“.

დავით შარაშიძე – ასკანჯელ ალიანსი, დამფუძნებელი