რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅

📍 ”ასეთი პროგრამები გეხმარება, რომ დაინახო საკუთარი შესაძლებლობები სწორად, შეაფასო გარემოებები, დაეწიო სტანდარტებს და გქონდეს სწორი ღირებულებები”

„ბიზნეს საქმიანობაში დიდი ხანი არ არის რაც ჩართული ვარ, ამიტომ, მჭირებოდა ამ პროგრამის გავლა, რათა მცოდნოდა გამოწვევები და ყველა რისკი თუ წინაღობა წამომეწია წინა პლანზე. თითქმის ყველა მოდული სასარგებლო იყო ჩემთვის – ბრენდინგი, ეიჩარი, ფინანსები. არაფინანსისტი ვარ, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე, რომელიც უკვე მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

დღევანდელ რეალობაში ასეთი პროგრამები გეხმარება, რომ დაინახო საკუთარი შესაძლებლობები სწორად, შეაფასო გარემოებები, დაეწიო სტანდარტებს და გქონდეს სწორი ღირებულებები“.

ნოდარ იორამაშვილი – სამშენებლო კომპანია “ახალი კერა”, დამფუძნებელი