რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “ESB-ს პროგრამამ ჩემს მიერ დაგროვილი პრაქტიკის კონცენტრირება მოახდინა – ძალიან საინტერესო და საჭირო პროგრამაა” 

„პროგრამამ ჩემი პრაქტიკის მობილიზება მოახდინა. პროფესიით ექიმი ვარ, ვმართავ კლინიკას. მენეჯერული თვალსაზრისით განათლება არ მქონდა, ვარ თვითნასწავლი მენეჯერი და ამ პროგრამამ დაგროვილი პრაქტიკის კონცენტრირება მოახდინა.

საერთო ჯამში მიღებული ცოდნა საქმიანობაში დამეხმარება. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბუღალტერიის შეფასებები დავიწყე სხვანაირად – დათვლა, სტატისტიკის გაკეთება, მოგება-ზარალი, გავიაზრე ბევრი საკითხი. რაღაცებს სხვანაირად ვაფასებ. საინტერესო და საჭირო პროგრამა იყო.

აუცილებელია ლიდერებისთვის, მენეჯერებისთვის მსგავსი პროგრამების არსებობა, რადგან ადამიანის მუდმივი მოტივაცია უნდა იყოს გახდეს უკეთესი. გახდე უკეთესი ნიშნავს მუდმივად ისწავლო რაღაც ახალი, ამის შესაძლებლობას გვაძლევს ასეთი პროგრამები, რაც აუცილებელია“.

ლევან ადეიშვილი – „ადეიშვილის თვალის კლინიკა“, დირექტორი