რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “ვისაც აქვს ამბიცია იყოს ლიდერი, სავალდებულო მინიმუმია ეს პროგრამა გაიაროს” 

„ESB-ის პროგრამა ძალიან მეხმარება საქმიანობაში, განსაკუთრებით ფინანსური მოდული. ძალიან პრაქტიკული კურსია. ინფორმაციის განახლება, ცოდნის მუდმივი გადახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მენტორი გულისყურით ეკიდება თითოეულ საკითხს და თითოეული დამსწრეს ინტერესს. ძალიან საინტერესო პროგრამა იყო, კარგი კავშირებით და კარგი უკუკავშირებით. ნამდვილად კარგი ხარისხი მივიღეთ.

ეს უნდა იყოს სავალდებულო პროგრამა მენეჯერებისთვის. იქნება ეს საწარმო, შპს თუ ნებისმიერი იურიდიული ბიზნეს შენაერთი, ელემენტარულად სამეტყველო ენა, ტერმინოლოგია თანამშრომლებს ერთნაირი უნდა ჰქონდეთ, უნდა ერკვეოდნენ. რომ აუხსნა შენს თანამშრომელს, რა გჭირდება, ეს ტერმინოლოგია უნდა იცოდე და გამოიყენო. ვისაც აქვს ამბიცია იყოს ლიდერი, სავალდებულო მინიმუმია ეს პროგრამა გაიაროს“.

ნათია თევზაძე – “დემოგოგია გრუპი”, დამფუძნებელი