რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა? ✅   

📍 “ლიდერებს ვურჩევ გაიარონ ESB-ს პროგრამა, რადგან ეს მათი ბიზნესისთვის საუკეთესო ინვესტიცია იქნება”

„ორი თვის წინ არ ვიცოდი რა იყო ჩემი ახლად ჩამოყალიბებული საქმის მიზანი, ხედვა და პროგრამის დაწყების პირველივე დღიდან შემეცვალა წარმოდგენა სწავლების სტრატეგიაზე. ყველა მოდულში ვიპოვე ახალი საიდუმლო, რომელიც ბიზნესის უკეთ დაგეგმარებასა და წარმართვაში დამეხმარება.

ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროგრამების დანერგვა და განვითარება. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებს ვურჩევდი არ გაუშვან შანსი ხელიდან, შეიცნონ საკუთარი საქმე სიღრმისეულად და ეს მათ სასარგებლოდ გამოიყენონ.

გაქვთ თუ არა გამოცდილება ბიზნესში, კურსის გავლა გეხმარებათ მიიღოთ როგორც საბაზისო, ისე სიღრმისეული ცოდნა საქმიანობისთვის აუცილებელ საკითხებში. ლექტორები მუდამ მზად არიან უპასუხონ კითხვებს, მოიყვანონ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან, რაც აადვილებს და უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის თეორიულ მასალას. ლიდერებს ვურჩევდი აუცილებლად გაიარონ კურსი, რადგან ეს მათი ბიზნესისთვის საუკეთესო ინვესტიცია იქნება“.

მარიამ მაისურაძე – FreshGlow – დამფუძნებელი, დირექტორი