მარკეტინგული მცდელობები ბიზნესის წარმოების პარალელური პროცესია. რა ფორმა ჰქონდა ამ მცდელობებს პანდემიამდე, დღეს მოძველებულად მიიჩნევა და დგას ახალი, განსხვავებული რეალობა. პანდემიამ რეალობა შეაჩერა და პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული მცდელობები არასაჭირო გახადა. კრიზისის შედეგად აშკარაა, რომ მარკეტინგი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.

– სახლიდან მუშაობა
– ვიდეო კონფერენცია
-თანამშრომელთა ადაპტაცია

ამ ყველაფრის შედეგად უფრო და უფრო მეტი ბიზნესი გადადის სახლიდან მუდმივი დასაქმების მოდელზე. თანამშრომლებს არ სურთ ოფისებში დაბრუნება. ისინი წავიდნენ ქალაქგარეთ, მწვანე სივრცეებში, ხოლო ბიზნესმენები ხვდებიან რომ ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ოფისების შენახვაზე.

ბიზნესის შემოსავლების შემცირების პარალელურად, მარკეტინგის ბიუჯეტის უმეტესობა ან გაიზარდა, ან შეიცვალა მათი პოზიციონირება. და მაინც, რა არის ის მარკეტინგული მიდგომები, რაც თქვენს ბიზნესს დაეხმარება:

📌 ბრენდინგი ონლაინ – საიმიჯო რეკლამის შეთავაზება მომხმარებლისთვის

📌 მონაცემთა ანალიზის გამოყენება მყიდველთა პერსონალიზაციის დასადგენად

📌 გადამყიდველებთან გამკლავება, რომლებიც ახლა თქვენს კონკურენტებად მიიჩნევიან

📌 დივერსიფიკაცია კონკრეტულ ბაზარზე და მომხმარებელთა ჯგუფზე

📌 დამხმარე რესურსების გადახედვა და მოზიდვა

📌 სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა

წლების განმავლობაში ბრენდები მომხმარებლებთან დაკავშირების სხვადასხვა გზას პოულობდნენ. პანდემიამ კი ცეცხლი აანთო მენეჯერებში, რომ პრობლემა აქციონ შესაძლებლობად.