რატომ ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა?

პავლე სახანბერიძე, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, ხარისხის მართვის და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

🔸

“ძალიან მომეწონა კურსი და ძალიან კარგი ინიციატივაა რომ ამ ფორმით არის შედგენილი. ძალიან კმაყოფილი ვარ პროგრამით. ბევრი კითხვა მქონდა ლექციაზე და მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება, როგორც პიროვნულად, ისე კომპანიისთვის. ძალიან საინტერესო მოდულები იყო, როგორც ფინანსური, ისე ბრენდინგი, ფსიქოლოგიის ნაწილი… დღეს, ციფრულ და სწრაფად ცვალებად გარემოში აუცილებელია მუდმივი განვითარება. თუ სადმე ჩამორჩი, ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ, ასეთი ტიპის ტრენინგები, ძალიან საჭიროა. მსგავსი ტრენინგებით, თბილისში ჩამოყალიბდება გარკევული კასტა, რომელთაც აქვთ ერთნაირი ღირებულებები, შეხედულებები და სწორი პოზიციონირება, ხოლო ბიზნეს კულტურა აიწევს გრძელვადიან პერსპექტივაში”.