Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატიანა დელა ჭეშმარიტი ლიდერების სამ აუცილებელ პირობას გამოარჩევს. ნადელა ასახელებს სამ თვისებას, რომელიც ყველა ლიდერს უნდა ჰქონდეს, იქნება ინტროვერტი თუ ექსტრავერტი, ხალხზე ორიენტირებული თუ ნაკლებად ყურადღებიანი, ემპათიური თუ პირიქით:

🔸
📌 1. ჭეშმარიტი ლიდერები ქმნიან გამჭვირვალობას

როდესაც გზა სუფთაა და კარგად არის მონიშნული, თქვენ არ გჭირდებათ წინამძღოლი. თუმცა, ლიდერი საჭიროა მაშინ, როდესაც ქაოსია, დაბნეულობა ან სირთულეები. ქაოსიდან გამოსვლის გზების პოვნა ლიდერის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებაა. ქაოსის დროს ლიდერის მხრიდან სიცხადის და გამჭვირვალობის შეტანა, ვითარების აღქმა და გზების პოვნა, ეს ფასდაუდებელი უნარია.

📌 2. ჭეშმარიტი ლიდერები ქმნიან ენერგიას

ახლა უკვე იცით საით მიდიხართ, თქვენი ლიდერის ხედვის მეშვეობით, მაგრამ, საგზაო რუკა ვერ იქნება დალაგებული, თუკი არ გაქვთ შესაბამისი ენერგია ამ გზის გასავლელად. კომპანიებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც ქმნიან ამ ენერგიას. ენერგია შესაძლებლობებს ქმნის შთაგონებისა და მოტივაციისთვის.

📌 3. ჭეშმარიტი ლიდერები ქმნიან წარმატებასარ აქვს მნიშვნელობა გარემოებებს

ლიდერობა ადვილი იქნებოდა, თუ არ იქნებოდა ბარიერები, კონკურენცია, ქარტეხილები, მაგრამ, რეალურ სამყაროში, ლიდერები მართავენ ასეთ პროცესებში კომპანიებს. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ წარმატებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში. ლიდერებს არ შეუძლიათ თქმა, “რომ არა ეს სიტუაცია, ყველაფერი უკეთ იქნებოდა“… ლიდერები იმ რეალობაში პოულობენ გზას, რაც მათ აქვთ.