ევროპის ბიზნეს სკოლა ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის (EMC) წევრი და წარმომადგენელი ორგანიზაციაა აღმოსავლეთ ევროპაში.
ევროპის ბიზნეს სკოლა 2017 წლის 21 სექტემბერს დაარსდა იმ მოტივაციით, რომ ხელი შეეწყო ევროპული ბიზნეს პროფესიული საკვალიფიკაციო სტანდარტების ინტეგრაციას საქართველოში (EQF Standards) პროფესიული კურსების, ტრენინგების, ვორქშოფების და სემინარების გზით.
ევროპის ბიზნეს სკოლის კურსები განკუთვნილია : საშუალო და მაღალი რგოლის კომერციული მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.
პროგრამის სრული დეტალური აღწერა:
პროფესიული გადამზადების პროგრამა – „მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალიტი–მარკეტერი“ განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ სულ მცირე სრული ზოგადი განათლება და საქონლის/მომსახურების გაყიდვების პროცესში მონაწილედ მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის სამუშაო გამოცდილება, რაც დასტურდება დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტით.
სასწავლო პროცესი წარიმართება 12 კვირის განმავლობაში და პროგრამის მოცულობა 108 საათია. სწავლებისას გათვალისწინებულია როგორც ინტერაქციული მეცადინეობები, ისე პრაქტიკული სწავლება. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA“-ის ბაზაზე. სწავლების განმავლობაში თეორიულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A სასწავლო გარემოში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართულია შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი. პრაქტიკის კომპონენტში მსმენელები მარკეტინგულ აქტივობებს განახორციელებენ იმ ორგანიზაციების მაგალითებზე, რომელთა მომსახურებასაც ახორციელებს შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი.
ასევე შესაძლებელია სასწავლო პროცესის ჩატარება დისტანციურად.
პროგრამაზე მსმენელთა მინიმალური რაოდენობაა 12, ხოლო მაქსიმალური რაოდენობაა – 100.
კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს როგოც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ორგანიზაციაში:
- მარკეტინგის სპეციალისტად;
- გაყიდვების სპეციალისტად;
- კონსულტანტად ანუ მარკეტერად;
- სხვა პოზიციაზე, რომელიც ემსახურება საქონლისა და მომსახურების გაყიდვების ზრდის პროცესს.
მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში.
განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-12 კვირას. მსმენელთა შეფასება ხორციელდება ტესტირებითა და პრაქტიკული დავალების (პროექტის) შესრულებითა და წარმოდგენით. სწავლის შედეგების დადასტურებისათვის განსაზღვრული დავალებები, ერთიანობაში ქმნის ორგანიზაციის მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით აქტივობათა კომპლექსს.
შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დანართს, რომელშიც ფიქსირდება პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები
დეტალური ინფორმაციითვის ეწვიეთ: www.sba.edu.ge