არსებობს ლიდერების სხვადასხვა ტიპი. ექსტრავერტი ლიდერები ძალიან განსხვავდებიან ინტროვერტი ლიდერებისგან. ასევე განსხვავებულია ლიდერები ეთნოსის მიხედვით. ამერიკაში ხელმძღვანელობის ტიპიური სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდოეთისგან. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ადამიანი ხართ და საიდან – არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს.
🔸
📌 1. მნიშვნელოვანია თქვენი ადგილის ცოდნა
ყველა ლიდერს არ სურს წინა პლანზე ყოფნა. ლიდერების ნაწილს ურჩევნია თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს უკან სკამზე, ან კარებთან ჯდომა. თუმცა, სად იქნებით თანამშრომლებთან ურთიერთობისას და როგორ იმოქმედებთ, ეს დიდ გავლენას ახდენს გუნდზე. აირჩიეთ თქვენი ადგილი, რადგან ეს გავლენას ახდენს თქვენს ზოგად ქცევაზე.
📌 2. დასვენება
როგორც ლიდერმა, აუცილებელია გამოიყენოთ დასვენება, სრულად მოშორდეთ სამსახურს და მიიღოთ საჭირო რესურსი სამუშაოს უკეთ შესასრულებლად. 24/7-ზე მუშაობა არ ზრდის თქვენს პროდუქტიულობას. შესვენება კი ნიშნავს საქმისგან და ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებულ ქმედებებს – ახლობლებთან ურთიერთობა, ეკრანის გამორთვა და სიამოვნების მიღება მომენტებისგან. აკეთეთ ისეთი რამ, რაც განიჭებთ სიამოვნებას.
📌 3. ცვლილებები
წარმატების მიღწევის გზაზე საჭიროა ცვლილებები, რაც ზრდის გუნდის მოტივაციას, ენთუზიაზმს, პოტენციალს, ხელს უწყობს ინოვაციას და კრეატივს.
📌 4. თანამშრომელთა განვითარება და დაჯილდოება
თანამშრომელთა შთაგონების გზა ლიდერების გამოწვევაა. საჭიროა დრო და ენერგია, რომ გაიგო, რა სურთ თანამშრომლებს. ზოგიერთ თანამშრომელს სურს აღიარება, ზოგიერთს – განვითარება, სხვას – ნაღდი ფული და ვიღაცას – ახალი გამოწვევა. თანამშრომელთა მოტივაცია, განვითარება და დაჯილდოება – ეს მათ მოტივაციას და ერთგულებას ზრდის.
📌 5. დელეგირება
დიახ, თქვენ გუნდის კაპიტანი ხართ, რომელსაც გუნდი მიჰყვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თქვენ უნდა გააკეთოთ ან ყველაფერი პირადად აკონტროლოთ. ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილია დელეგირების უნარი. თქვენს მიერ დაკომპლექტებულ გუნდს მიეცით დავალებები, გაანაწილეთ ისინი სამუშაოზე და თავად კონცენტრირდით იდეებზე, სიახლეებსა და სტრატეგიულ გეგმებზე.