ყველა მომხმარებელი ვერ იქნება კმაყოფილი. ხშირია მომხმარებელთან “დავა“, იმ დროს როდესაც თავად ის არის დამნაშავე და არა კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ამას ან არ აღიარებს ან ვერ ხვდება. ყოველთვის იქნება მომხმარებელი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიისგან მოითხოვს შეუძლებელს. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ შეინარჩუნოთ ისინი და თანაც კმაყოფილები:
როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენი მომხმარებელი ცდება? ✅
🔸
📌 1. შეინარჩუნე სიმშვიდე
შეაგროვეთ ყველა საჭირო ფაქტი და ყურადღებით მოუსმინეთ, სანამ უპასუხებთ. ეცადეთ თქვენი ეგოს მოთოკვა. ძირითადი მიზანი უნდა იყოს დავის მოგვარება და მომხმარებლის ბედნიერება, ვიდრე კამათის მოგება. ასევე, მეილით ან სხვა საშუალებებით კომუნიკაციის დროს, დაფიქრდით და შემდეგ გაგზავნეთ პასუხი, რათა არ გაზარდოთ დაძაბულობა.
📌 2. არ მიანიშნოთ კარისკენ
ზოგჯერ უთანხმოების მოგვარება ძალიან მარტივია, უბრალოდ კლიენტს სურს დაიჯეროს რომ ის არის მართალი. ამიტომ, თუკი ის ცდება, არ ნიშნავს მიუთითოთ კარისკენ, მაშინ როდესაც შესაძლებელია შეინარჩუნოთ ის.
📌 3. გახსოვდეთ, თქვენ ექსპერტი ხართ
მომხმარებელს არ აქვს საკმარისი ცოდნა იმ სფეროში, რომელსაც თქვენ აწვდით მას და არ შეუძლია ალტერნატივების განხილვა. ის თქვენგან ელის განმარტებებს და შეთავაზებებს. ამიტომ, მიაწოდეთ ყველა შესაძლო ინფორმაცია, რაც მას დაეხმარება დამშვიდებასა და პრობლემის აღმოფხვრაში.
📌 4. დაუმტკიცეთ, რომ ღირსეულიხართ
იყავით კომპეტენტური და ძლიერი თქვენს საქმიანობაში, თქვენს პოზიციონირებაში და დაუმტკიცეთ შესრულებული საქმით, რომ არ იმსახურებთ იმ პრეტენზიებს, რაც მიიღეთ.
📌 5. იცოდეთ, როდის თქვათ უარი
ყველა მომხმარებელი ვერ იქნება კმაყოფილი. ბევრი მათგანი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს პროდუქტზე ფასი დაწიოთ. თუ რას გადაწყვეტთ არსებულ სიტუაციაში, დამოკიდებულია რამდენად ფასეულია ეს მომხმარებელი თქვენთვის.
🔸