სხვადასხვა მიზეზთან ერთად, სპეციალისტები რამდენიმე დეტალს ასახელებენ, რომელიც ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია:
📌 მიმართულება
ეს გულისხმობს ბიზნესის მმართველის ნათელ ხედვას, თუ რა სჭირდება ბაზარს და რა სახის პროდუქტით უნდა მიაწოდოს ის მომხმარებელს. მკაფიო მიმართულების გარეშე ბიზნესი ადრე თუ გვიან წარუმატებლობისკენ წავა.
📌 სისწრაფე
მას შემდეგ, რაც დაინახავთ თუ რა მოთხოვნაა ბაზარზე, უნდა იჩქაროთ მის შესავსებად, რადგან თქვენ ერთადერთი არ იქნებით, ვინც ამ დეფიციტს შეამჩნევდა.
📌 ფინანსების მართვა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესა ბიზნესი ახალგაზრდაა. ბიუჯეტის სწორად განკარგვა და ფინანსების დაზოგვა ბიზნესის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოა.
📌 კავშირები
ინვესტორები, კომპანიები, კლიენტები – ეს ყველაფერი ბიზნესისთვის აუცილებელია და მათ კავშირების გარეშე ვერ შეიძენთ. აუცილებელია კავშირების დაწყება და გაღრმავება.
📌 შეუპოვრობა
დასახულ მიზანს შეუპოვრად და პრინციპულად უნდა მიჰყვეთ. ამ გზაზე ბევრს დაკარგავთ – მეგობრებს, თანამშრომლებს და ა.შ., მაგრამ ბიზნესს წარმატებისთვის შეუპოვრობა სჭირდება.