ყველა მენეჯერისთვის გამოწვევაა ეფექტური უნარების გამომუშავება. ლიდერისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ყველათვის მარტივი არ არის. სხვადასხვა კომპანიაში გამოკითხულ თანამშრომელთა 80% ასახელებს 5 ძირითად თვისებას, რომელიც მენეჯერთა უმრავლესობას არ გააჩნია. გთავაზობთ მათ:
📌 1. ზრუნვა გუნდის ზრდაზე
გამოკითხულ თანამშრომელთა უმრავლესობა ასახელებს გუნდის ზრდაზე ზრუნვის არარსებობას, მათ ერთიანობაზე ზრუნვის ნაკლებობას ხელმძღვანელი პირების მხრიდან. გუნდის მუდმივი ზრდა და განვითარება, ის წებოა, რომელიც ამ გუნდს აერთიანებს.
📌 2. უკუკავშირზე გამოხმაურება და ქმედება
გამოკითხულ თანამშრომელთა დიდი ნაწილი მენეჯერების ნაკლს შორის ასახელებს კრიტიკის არ მიღებას და მათგან გაქცევას. თუმცა, თანამშრომელთაგან ვითარებისთვის, აუცილებელია გამოხმაურებებზე, თუნდაც, ეს იყოს უარყოფითი, ქმედითი და ადეკვატური ნაბიჯის გადადგმა. თქვენი გამოხმაურება უნდა იყოს დროული და კონკრეტული.
📌 3. დროის მენეჯმენტი
თანამშრომელთა ნაწილი სწორედ დროის მენეჯმენტს ასახელებს ლიდერთა ნაკლსშორის, რა დროსაც ხელმძღვანელი პირების არაეფექტურები არიან დროსთან მიმართებაში, რაც ქმნის ბარიერებს სამუშაოს შესრულებისას. დროის ეფექტური მართვა გულისხმობს საკუთარი და სხვების დროულ ინფორმირებულობას.
📌 4. დელეგირება
დელეგირება, ეს არის კიდევ ერთი ნაკლი მენეჯერებს შორის, რაზეც თანამშრომლები მიუთითებენ. დროის მენეჯმენტთან ერთად დელეგირება გადამწყვეტი უნარია, კომპანიის შეუფერხებლად მუშაობისთვის.
📌 5. კომუნიკაცია
თანამშრომელთა ნაწილი საუბრობს მენეჯერებსა და გუნდს შორის კომუნიკაციის არარსებობაზე, რაც ცალსახად პრობლემაა. გახდით ხელმისაწვდომი თქვენი გუნდისთვის, გქონდეთ მათთან კავშირი და იყავით ინფორმირებული ყველა საკითხზე.