პანდემიამ არაერთ ბიზნესზე იქონია გავლენა და ბევრი მათგანი, უბრალოდ გაჩერდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ახალი გზების მონახვა და არათუ შეფერხება, არამედ განვითარება ახალ ეკონომიკაში.
1. ბიზნეს სესხი/კრედიტი
კრიზისულ სიტუაციაში ერთ-ერთი სწორი გამოსავალი ბიზნეს სესხია. პანდემიის დროს მთავრობებს და კერძო სექტორს აქვთ სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებები ბიზნესისთვის, რომელიც მეტ-ნაკლებად მოქნილია. ეს სესხი მოგცემთ შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციის დაძლევის, განვითარების და ახალ ეკონომიკურ ბაზარზე მოქნილობის.
2. ადაპტირება ახალ ეკონომიკასთან/ციფრული მარკეტინგის ძალა
გადარჩენისთვის აუცილებელია მოერგოთ ახალ ბაზარს – ეს არის ციფრული მარკეტინგის ძალა. საუკეთესო შესაძლებლობა ინტერნეტია. შეისწავლოთ არსებული გარემო, საჭიროებები და იმოქმედოთ. შეეცადეთ ისარგებლოთ ამ ტენდენტიით და მაქსიმალურად მოერგოთ ონალინ საქმიანობას.
3. განაახლეთ თქვენი ბიზნეს ხელშეკრულებები
გააცნობიერეთ რომ პანდემიამ მხოლოდ თქვენ არ დაგაზარალათ. დაზარალდნენ სხვებიც და ესენი შეიძლება იყვნენ თქვენი პარტნიორები, კრედიტორები, კონტრაქტორები, მომწოდებლები. ამიტომ, განაახლეთ ხელშეკრულებები და მოლაპარაკებებით მიაღწიეთ ახალ, დადებით შეთანხმებებს.
4. ახალი ბაზრების მოძიება
მხოლოდ ხარჯების შემცირება არ არის გამოსავალი, თქვენ უნდა გაზარდოთ გაყიდვები. მოიძიეთ, გააფართოვეთ ის ბაზრები, რომელსაც ემსახურებით. მოიპოვეთ არატრადიციული მომხმარებლის ყურადღება.
იცოდეთ, რომ უარყოფითი გავლენების მიუხედავად, პანდემია არ არის განაჩენი. თანმიმდევრული და გაზრებული ნაბიჯებით მიხვდებით, რომ არა მხოლოდ გადაარჩენთ ბიზნესს, არამედ მიაღწევთ წარმატებას.