ყველა დამფუძნებლის სურვილია მათი კომპანია გახდეს ცნობილი, რომელიც იქნება საუკეთესო ადგილი სამუშაოდ და სადაც ადამიანებს ექნებათ სურვილი გაწევრიანების. თუმცა, ჩნდება კითხვაროგორ? კვლევები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიაში ძლიერი კულტურის შექმნა და მისი ერთგულება. აქ მთავარი სიტყვაა პრიორიტეტი. კომპანიებმა უნდა აქციონ საკუთარი ხალხი და ორგანიზაციის კულტურა პრიორიტეტულად:

🔸

📌 1. გადახედეთ თქვენი კომპანიის კულტურას და შეიტანეთ ცვლილებები

დღეს არის შესაბამისი დრო არსებული კულტურის შესაფასებლად და ცვლილებების შესატანად, რათა   დარწმუნდეთ რომ ის ემსახურება დასახულ მისიას. დასახეთ პრიორიტეტები, სამუშაო კულტურაში სად გაქვთ ხარვეზები და სად საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

📌 2. ჩადეთ ინვესტიცია თქვენი თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაში

უბრალოდ ნუ იტყვით, რომ ზრუნავთ თქვენს თანამშრომლებზე. დაამტკიცეთ ეს მათში ინვესტიციის ჩადებით, მათ განვითარებაზე ზრუნვით. გუნდი შეამჩნევს თქვენს ძალისხმევას, რომელსაც დააფასებს.

📌 3. პრიორიტეტი მიანიჭეთ მრავალფეროვნებას კომპანიაში

სამუშაოს მაძიებლები მნიშვნელობას ანიჭებენ სამუშაო ადგილზე მრავალფეროვნებას. გაითვალისწინეთ ტრენინგები, გუნდური მუშაობის გასამყარებლად, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.

📌 4. შექმენით დღეები საუკეთესო თანამშრომლის დაჯილდოებისთვის

დააჯილდოეთ თანამშრომლები თქვენი კომპანიის კულტურული ღირებულებების შესაბამისად, რაც დაეხმარება მათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის კულტურის განვითარებაში.